ბერბატოვი დიდი ფეხბურთიდან ემოციური პოსტით წავიდა
Aa
Aa

ბერბატოვი დიდი ფეხბურთიდან ემოციური პოსტით წავიდა

ბულგარული ფეხბურთის ლეგენდამ, დიმიტარ ბერბატოვმა ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა. 38 წლის თავდამსხმელი რამდენიმე თვეა უკლუბოდაა. ბოლოს კი "კერალა ბლასტერსის" ღირსებას იცავდა.

ბერბატოვმა მიღებული გადაწყვეტილება სოციალური ქსელის მეშვეობით გაასაჯაროვა და "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ.

"ყველაფერი ჩემებურად გავაკეთე".

"ამ განსაკუთრებულ დღეს, თუ არ იცით რატომაა ეს დღე განსაკუთრებული story ნახეთ, გადავწყვიტე თქვენთვის ეს ყველაფერი გამეზიარებინა. გამეზიარებინა ის, რის გამოქვეყნებასაც დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდი, მაგრამ არ გავაკეთე... რატომ ნამდვილად არ ვიცი".

"ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს ჰგონია, რომ კარიერა უკვე დავასრულე და ახლა უკვირს - ბერბს ჩვენ ვიცით, რომ შენ აღარ თამაშობ. მაგრამ შარშან ვეცადე ახალი კლუბი მომეძებნა, თუმცა არაფერი გამომივიდა".

"აქედან გამომდინარე ვიღაცამ მითხრა, რომ განცხადება უნდა გამეკეთებინა. თანაც ხალხი კითხვებს მისვამდა, განსაკუთრებით სამშობლოში. გამოსამშვიდობებელი წერილი უნდა დამეწერა და ეს სწორედ ის წერილია".

"ბოლო შეხვედრა ერთი წელზე ცოტა მეტი ხნის წინ ჩავატარე. ასე რომ ახლა დროა ფეხბურთის თამაში შევწყვიტო. თუმცა რომ ვუფიქრდები, ვხვდები, რომ დასასრული არასდროს მოვა, რადგან ასე თუ ისე მაინც ფეხბურთში დავრჩები. დრო მოვიდა გითხრათ, რომ თითქმის 20 წლიანი კარიერის შემდეგ, პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთის თამაშს ვწყვეტ".

"ფეხბურთი მომენატრება. ძალიან მომენატრება! ყველაფერი ძალიან მომენატრება! თამაშები, ვარჯიშები, მოსამზადებელი ეტაპები, წნეხი, თანაგუნდელები... ჩემი გოლების შემდეგ გულშემატკივრების ღრიალი".

"ბევრი ვიშრომე, რათა საუკეთესო ფეხბურთელებთან და მათ წინააღმდეგ თამაშის შანსი მიმეღო. ისეთი პატარა ქვეყნის წარმომადგენლისთვის, როგორიც ბულგარეთია, ეს ორმაგად განსაკუთრებულია".

"კარიერაში აღმასვლებიც მქონდა და დაღმასვლებიც. თასებიც მოვიგე და გოლებიც გავიტანე. როგორც მინდოდა ისე ვთამაშობდი და ის გოლები გავიტანე, რომელთა გატანაც მსურდა".

"დიდი მადლობა ყველას ვინც განვითარებაში და ისეთ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დამეხმარა, როგორიც მსურდა".

"დიდი მადლობა ჩემს ყოფილ გუნდებს, ყოფილ თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს. თქვენთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო".

"ვიცი ზოგჯერ ჩემთან მუშაობა ძალიან ძნელი გახლდათ, თუმცა გუნდისთვის, რომლის ღირსებასაც ვიცავდი, მუდამ მაქსიმუმს ვაკეთებდი. იმედი მაქვს ჩემი თამაშით და ყველაფრით რაც თქვენთვის მოედანზე გავაკეთე, ისიამოვნეთ. ეშმაკმა დალახვროს. ეს ყველაფერი ძალიან მომენატრება... თუმცა დარწმუნებული ვარ თქვენც მოგენატრებით. მადლობა"!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები