Aa
Aa

კრიშტიანუ რონალდუს ხმამაღალი განცხადება

ტურინის „იუვენტუსის“ სუპერვარსკლავს, კრიშტიანუ რონალდუს კარიერის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე „ოქროს ბურთის“ მოგება სურს. პორტუგალიელი ფეხბურთელი და ლეო მესი პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატები ხუთ-ხუთჯერ გახდნენ, თუმცა რონალდუ კმაყოფილი მაინც არაა და მიღწეული შედეგის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

ITV-სთვის მიცემულ ინტერვიუში კრიშტიანუს ჰკითხეს კარიერის დასრულებამდე რომელი რეკორდის დამხობას ისურვებდა, რაზეც პორტუგალიელმა განაცხადა: „ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი ოქროს ბურთის მოგება მინდა. ამ რეკორდს სიამოვნებით დავამხობდი და ვფიქრობ ვიმსახურებ კიდეც“.

„მესი შესანიშნავი პიროვნება და ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ოქროს ბურთი ექვსჯერ, შვიდჯერ ან რვაჯერ რომ დავისაკუთრო, მასზე მაღლა დავდგები“.

„მე ხალხის გემოვნებას ვერ ვაკონტროლებ. გულშემატკივრებს რამდენიმე რჩეული მოთამაშე ჰყავთ. პირადად მე ვიცი, რომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ“.

ITV-ს ჟურნალისტმა, პირს მორგანმა რონალდუს „ლა პულგას“ შესახებაც ჰკითხა.

„ჩვენ მეგობრები არ ვართ, მაგრამ 15 წელია სცენას ვიყოფთ. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მესი მიბიძგებს უკეთესი ფეხბურთელი გავხდე და მეც იგივეს ვაკეთებ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები