''ნეიმარ წადი'' - პსჟ-ს ქომაგთა აგრესია გრძელდება
Aa
Aa

''ნეიმარ წადი'' - პსჟ-ს ქომაგთა აგრესია გრძელდება

პსჟ-ს ლიდერი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩს მადრიდის ''რეალთან'' გამოტოვებს, თუმცა პარიზული კლუბის ქომაგებს არ ავიწყდებათ, რაც ნეიმარმა ზაფხულში გააკეთა, სამხრეთამერიკელი შემტევი კატალონიის ''ბარსელონაში'' დაბრუნებას გეგმავდა, თუმცა მისი სურვილი რეალობად არ იქცა.

ნეიმარის თქმით ახლა მისი ყოველი თამაში სტუმრად ასპარეზობას გავს, რადგან ქომაგების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება ნათელია. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ ტურში ბრაზილიელმა ''სტრასბურგს'' გამარჯვების გოლი გაუტანა, უმდიდრესი ფრანგული კლუბის გულშემატკივრებისგან მხრისხანებას გრძნობდა.

გასული ზაფხული ნეიმარისთვის მოვლენებით სავსე იყო, თუმცა არ მოხდა ის, რაც მას სურდა. პსჟ-სა და ''ბარსელონას'' შორის მოლაპარაკება გაიმართა, თუმცა შეთანხმება არ შედგა. პსჟ-ს გულშემატკივრები არ არიან ბედნიერები იმით, რომ კლუბის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი პარიზული კლუბის ხელმძღვანელებს გუნდის დატოვებას სთხოვდა.

მადრიდის ''რეალთან'' შეხვედრამდე 24 საათით ადრე ''პარკ დე პრენსის'' გარშემო ნეიმართან დაკავშირებით წარწერები გაჩნდა: ნეიმარ წადი, ნეიმარ ****შვილო.

სუპერვარსკვლავს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია უეფამ მსაჯების მიმართ გამოთქმული არაკორექტული გამოთქმების გამო დაუწესა. გასულ სეზონში ნეიმარმა 1/8 ფინალში ''მანჩესტერ იუნაიტედთან“ მარცხის შემდეგ სოციალური ქსელით არბიტრების კომპეტენციაში ეჭვი შეიტანა.

27 წლის ფეხბურთელის სასჯელი სამი თამაშიდან ორ შეხვედრამდე შემცირდა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ნეიმარს ''ბრიუგესთან'' თამაში უფლება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები