დიადი გრეგი ჩვეულ სტიქიაშია
Aa
Aa

დიადი გრეგი ჩვეულ სტიქიაშია

გრეგ პოპოვიჩი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მთავარი მწვრთნელია. "სან ანტონიოს" თავკაცი NBA-ის ხუთგზის ჩემპიონია და მას საკალათბურთო სამყაროში უდიდეს პატივს სცემენ.

სამწუხაროდ ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა პოპოვიჩისთვის ცუდად დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონატზე გრეგის გუნდმა ჯერ საფრანგეთთან წააგო, შემდეგ კი სერბეთთან დამარცხდა და ახლა ამერიკელთა მაქსიმუმი მეშვიდე ადგილია.

პოპოვიჩს შექმნილი სიტუაციის შესახებ თავადაც მშვენივრად მოეხსენება და ყველაფერს ჩვეულ სტილში, იუმორით ხვდება.

სერბეთის ნაკრების დამრიგებელმა, საშა ჯორჯევიჩმა ჟურნალისტებს ის სიტყვები გაანდო, რომლებითაც პოპოვიჩმა მას მატჩის შემდეგ მიმართა. ბალკანელი სპეციალისტის თქმით გრეგმა მას ასეთი რამ უთხრა: "ჩვენ ორივე მაგარი ხელმოცარულები ვართ".

შეგახსენებთ, რომ დღეს სერბეთმა ამერიკას 94-89 სძლია და მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში ჩეხეთს დაუპირისპირდება. აშშ კი მეშვიდე ადგილის მფლობელის ვინაობას პოლონეთთან გაარკვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები