იმერული დერბის დრამატული დასასრული
Aa
Aa

იმერული დერბის დრამატული დასასრული

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში სტეფანწმინდაში იმერული დერბი გაიმართა, საჩხერის ''ჩიხურამ'' ფინანსურ კრიზისში მყოფ ქუთაისის ''ტორპედოს'' უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ კახა ჩხეტიანმა ქუთაისის ''ტორპედოს'' სასტარტო შემადგენლობაში 16 წლის მეკარე დავით ასათიანი ათამაშა. 

87-ე წუთზე 34 წლის გამოცდილი ფეხბურთელის, შოთა კაშიას იდეალური დიაგონალური გადაცემის შემდეგ კორიფაძე სტუმართა საჯარიმოში შეიჭრა და მისი გადაცემით ლაშა ჩიკვაიძემ ანგარიში გახსნა, ''ჩიხურა'' წინ გავიდა.

გამარჯვებასთან ახლოს მყოფმა ქუთაისის ''ტორპედომ'' 3 ქულის მოპოვების შანსი მესამე დამატებულ წუთზე დაკარგა, შოთა კაშიამ თავური დარტყმით ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

27 ტურში ''ჩიხურამ'' 32 ქულა მოაგროვა და მე-6 ადგილზეა, სოსო ფრუიძის გუნდი საუკეთესო სამეულს 18 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება ''ტორპედოს,'' ქუთაისური კლუბის ანგარიშზე 16 მატჩში მოპოვებული 39 ქულაა.

ჩხეტიანის გუნდი საუკეთესო სამეულს 11 ქულით ჩამორჩება. 11 ქულის აღმოფხვრა მძიმე ფინანსურ კრიზისში მყოფი გუნდისთვის ურთულესი ამოცანაა.

ფოტო: ''ტორპედოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები