''საბურთალომ'' ''სიონი'' დამაჯერებლად დაამარცხა
Aa
Aa

''საბურთალომ'' ''სიონი'' დამაჯერებლად დაამარცხა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ''საბურთალომ'' კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში გასვლით მატჩში ''სიონი'' დაამარცხა (1:3).

ბოლნისის ''სიონმა'' ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში ვერ მოახერხა 3 ქულის მოპოვება. გასულ ხუთ ტურში თემურ შალამბერიძის გუნდის ანგარიშზე მხოლოდ 2 ქულაა.

''თამაზ სტეფანიაზე'' გიორგი ჭიაბრიშვილის ფეხბურთელებმა საწყის 31 წუთში 3 გოლი გაიტანეს. ''საბურთალომ'' ანგარიში პირველ წუთზე გახსნა, ლევან ყენიას გადაცემით ანტე გიმ ისარგებლა და 29 ივნისის შემდეგ პირველი გოლი შეაგდო.

21-ე წუთზე ''საბურთალოსთვის'' ამჯერედაც ლეგიონერმა გაიტანა, გრიგოლ ჩაბრაძის პასის შემდეგ მონტენეგროელმა ოგნიენ როლოვიჩმა ახლო მანძილიდან სხვაობა ორამდე გაზარდა. ათ წუთში როლოვიჩის გადაცემას გიორგი გაბედავას გოლი მოყვა, 29 წლის თავდამსხმელმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ''საბურთალოს'' შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო.

მატჩის საბოლოო ანგარიში 53-ე წუთზე რატი ცაცკრიალაშვილმა პენალტის ნიშნულიდან დააფიქსირა, 25 წლის ნახევარმცველმა ყოფილ გუნდს გაუტანა. ''სიონის'' ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი თბილისურ კლუბში 2016 წელს გამოდიოდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში ბათუმის ''დინამომ'' 26 მატჩში 52 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა, თბილისის ''დინამომ'' 25 შეხვედრაში 51 ქულა მოიპოვა, ასევე 25 შეხვედრა ჩაატარა ''საბურთალომ'' და ჭიაბრიშვილის გუნდი 50 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

ფოტო/ვიდეო: fcsaburtalo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები