Aa
Aa

"ასეთი კითხვის დასმა უპატივცემულობაა" - პოპოვიჩმა ჟურნალისტებს გაკვეთილი ჩაუტარა

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ტურნირის აშკარა ფავორიტის, ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე გაგრძელდება. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგობა ვერ დაძლია და 79 - 89 დამარცხდა.

საფრანგეთმა აშშ-ს დიდი ბრძოლა გაუმართა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ამერიკელებმა ოფიციალური შეხვედრა 13 წლის შემდეგ პირველად წააგეს.

პრესა განაცხადების დასახელების შემდეგ გამუდმებით წერდა იმის შესახებ, რომ აშშ-ს ჩინეთში არც ისე ძლიერი შემადგენლობა მიჰყავს. ამ თემამ უამრავჯერ გაიჟღერა და ასე იყო დღესაც.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე გრეგ პოპოვიჩთან ერთად დონოვან მიჩელი წარსდგა, რომელსაც ჟურნალისტმა ჰკითხა ისურვებდა თუ არა ის ახლა მის გვერდით „სხვა მოთამაშეების“ ხილვას, რაზეც პასუხი პოპოვიჩმა გასცა და მედიის წარმომადგენლებს მასტერკლასი ჩაუტარა.

“ჩემი აზრით, ასეთი კითხვის დასმა უპატივცემულობაა. „ჰეი, თქვენ ასეთი ბიჭები გყავდათ და ესენი წამოიყვანეთ?“ - ეს უპატივცემულობაა ყველას მიმართ. ჩვენს მიმართ და ფრანგების მიმართაც, ან სხვების ვის წინააღმდეგაც გვითამაშია.

ამაზე მეტად ამაყი ვერ ვიქნები, როგორც ახლა ამ 12 მოთამაშით ვარ. მათ ზაფხული შესწირეს ამ ყველაფერს, რათა აქ ჩამოსულიყვნენ და ეთამაშათ. მათ ერთ გუნდში აქამდე არასდროს უთამაშიათ, მაგრამ ისი გავიდნენ და ეს გააკეთეს. ისინი ამისთვის ქებას იმსახურებენ.

ქებას ფრანგებიც იმსახურებენ. აქ საქმე არ ეხება იმას, რომ ამერიკამ „ის ბიჭები“ თან არ იახლა. აქ არ არსებობს არანაირი მსგავსი ტერმინი „სხვა ბიჭები“. აქ ახლა ეს ბიჭები არიან და დიდი სამუშაოც გასწიეს, ამისთვის კი მე მათ გამო ძალიან ვამაყობ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები