მსოფლიო ჩემპიონატი - სენსაცია არ შედგა! ავსტრალია ნახევარფინალშია!
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - სენსაცია არ შედგა! ავსტრალია ნახევარფინალშია!

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. საფრანგეთის ნაკრებს, რომელმაც აშშ-ს სძლია, ავსტრალიამაც მიბაძა და ოქროს მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

"მწვანე კონტინენტის" წარმომადგენლებს შედარებით სუსტი მეტოქე ჰყავდათ და მეოთხედფინალში ჩეხეთს გაეჯიბრნენ. შეხვედრის პირველი ტაიმი ქულა ქულაში წარიმართა. გადამწყვეტი კი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც ავსტრალიამ 30-18 მოიგო და მოპოვებული უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა - 82-70.

როგორც მოსალოდნელი იყო ავსტრალიას პატი მილსმა ულიდერა. "სან ანტონიოს" კალათბურთელმა თავი 24 ქულას მოუყარა. კრის გულდინგმა აქტივში 14 ქულა ჩაიწერა. ენდრიუ ბოგატი კი 10 ქულით გამოირჩა.

ჩეხთა რიგებში საუკეთესო 21 ქულით პატრიკ აუდა გახლდათ. ტომას სატორანსკიმ გუნდს 13 ქულა შესძინა. პაველ პუმპრლამ კი 10 ქულა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალია ნახევარფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები