ესპანეთმა პოლონეთი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
Aa
Aa

ესპანეთმა პოლონეთი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულად გამოსვლას განაგრძობს. სკარიოლოს გუნდის შეჩერება ვერც პოლონეთმა მოახერხა და "ფურია როხამ"  დამაჯერებლად 90-78 იმარჯვა.

ესპანელები უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ, ყველა მეოთხედი მოიგეს და შემდეგი ეტაპის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს.

"ფურია როხას" 19 ქულით რიკი რუბიომ ულიდერა. რუდი ფერნანდესმა თავი 16 ქულას მოუყარა. ხუანჩო ერნანგომესი 14 ქულას დასჯერდა. მარკ გასოლის ანგარიშზე კი 10 ქულა იყო.

პოლონელთა მხრიდან საუკეთესო ეი ჯეი სლოტერი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა დააგროვა. ადამ ვაჩინსკიმ აქტივში 15 ქულა ჩაიწერა, ხოლო დამიან კულიგმა გუნდს 10 ქულა შესძინა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი ავსტრალიასა და ჩეხეთის შორის გამარჯვებულს შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები