21-წლამდელთა ნაკრები ბაქოშია და აზერბაიჯანთან მატჩისთვის ემზადება
Aa
Aa

21-წლამდელთა ნაკრები ბაქოშია და აზერბაიჯანთან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბაქოშია და ხვალინდელი მატჩისთვის ემზადება. გია ცეცაძის გუნდი 20:30 საათზე ევროშესარჩევი ციკლის მეორე ტურში აზერბაიჯანს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ნაკრებმა გორში 4:0 დაამარცხა ლიხტენშტაინი, ხოლო აზერბაიჯანელებმა 2:1 აჯობეს სლოვაკეთს.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დღეს მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა "დალღა არენაზე". გუნდს ავადმყოფობის გამო ბაქოში ორი ფეხბურთელი არ ახლავს - დავით სამურკასოვი და თორნიკე ძებნიაური, დანარჩენები მწყობრში არიან.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა);

მცველები: ნიკა მალი (საბურთალო), ილია ბერიაშვილი (თელავი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო);

ნახევარმცველები: პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი კუცია (დილა), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი);

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი).

აზერბაიჯანისა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან შეხვედრა ხვალ, ბაქოს "ტოფიკ ბახრამოვის" სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ "ევრო 2021"-ის შესარჩევი ეტაპის მე-2 ჯგუფში "პატარა ჯვაროსნები" საფრანგეთთან, შვეიცარიასთან, სლოვაკეთთან, აზერბაიჯანთან და ლიხტენშტეინთან ერთად ასპარეზობენ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები