„პალერმოს“ ქომაგების რეკორდი სერია D-ში
Aa
Aa

„პალერმოს“ ქომაგების რეკორდი სერია D-ში

„პალერმო“ გახლავთ გუნდი, რომელიც რამდენიმე წლის წინ სერია A-ში გამოდიოდა. ახლა კი იტალიის რანგით ყველაზე დაბალ დივიზიონში, სერია D-ში ასპარეზობს.

სიცილიურ კლუბს ფინანსებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ „როსანერო“ სერია B-ს ფლეიოფიდან მოკვეთეს და სერია D-ში დააქვეითეს.

მიუხედავად ამისა „პალერმოს“ გულშემატკივრები საყვარელ კლუბს მხარში უდგანან, რაც წლევანდელი სეზონის მეორე შეხვედრაში მშვენივრად გამოჩნდა. „სტადიო რენცო ბარბერაზე“ გამართულ პირველ მატჩს, რომელშიც „როსანერო“ „სან ტომაზოს“ დაუპირისპირდა 16735 გულშემატკივარი დაესწრო. ეს რაოდენობა კი სერია D-სთვის სარეკორდო აღმოჩნდა.

 

„პალერმომ“ ტრიბუნებზე შეკრებილ ქომაგებს იმედი არ გაუცრუა და 3-2 იმარჯვა. სიცილიური კლუბის ფანატები გეგმავენ თავიანთ ფავორიტ გუნდს ბოლომდე უგულშემატკივრონ და მასთან ერთად იტალიის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდნენ. ზუსტად ისე, როგორც „ფიორენტინამ“, „ნაპოლი“ და „პარმამ“ გააკეთეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები