საქართველოს ჩემპიონი ,,დელტა“ ახალ სეზონში ,,ცხუმ-აფხაზეთის“ სახელით იასპარეზებს
Aa
Aa

საქართველოს ჩემპიონი ,,დელტა“ ახალ სეზონში ,,ცხუმ-აფხაზეთის“ სახელით იასპარეზებს

    საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონი ,,დელტა“ ახალი 2019-2020 წლის სეზონიდან ,,ცხუმ-აფხაზეთის“ სახელით იასპარეზებს.

     „ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს ისტორიული და განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის სახელით საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ჩემპიონატში, სუპერლიგაში ასპარეზობა. ეს დიდი მოტივაციაა ჩვენთვის და გუნდ ცხუმ-აფხაზეთის მრავალრიცხოვანი ქომაგებისთვის“- აცხადებენ კლუბში.

საკალათბურთო კლუბ ცხუმ-აფხაზეთის“ ლოგოს დიზაინზე კრეატიულმა სააგენტო „ბრენდითმა“ (Brandit) იმუშავა.

     “ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ლოგოში აუცილებლად ყოფილიყო იალქანი და ტალღები. საბოლოოდ, „ბრენდითმა“ ლოგოში ბურთი და ასო A-ც ჩასვა და მივიღეთ ლოგო, რომელიც ძალიან მოგვწონს და ალბათ მალე გუნდის ქომაგებისა და საკალათბურთაო საზოგადოების მოწონებასაც დაიმსახურებს. ჩვენ და სააგენტო „ბრენდითმა“ მეგობრობის მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რაც სამომავლო თანამშრომლობას გულისხმობს“ - აცხადებს კლუბის პრეზიდენტი ირაკლი შარვაძე.

    შეგახსენებთ, რომ სკ დელტა 2016 წელს შეიქმნა. 2016-2017 წლის სეზონში სუპერლიგის საგზური მოიპოვა, 2018-2019 წლებში დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული გახდა. კლუბი ასევე სქართველოს თასის ნახევარფინალისტი, ქორქი-საკანდელიძის მემორიალის ფინალისტი და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის - სუპერლიგის ჩემპიონი. საქართველოს კალათბურთის ისტორიაში გუნდი ერთადერთია, რომელმაც ერთდროულად ა-ლიგისა და სუპერლიგის ჩემპიონობას დაარსებიდან ორ წელიწადში მიაღწია.

    ამიერიდან გუნდი იასპარეზებს სახელით ,,ცხუმ-აფხაზეთი“ და იმისთვის იბრძოლებს, რომ საქართველოში ყველა გათამაშების ეგიდით ლიდერობა განიმტკიცოს. კლუბის ხელმძღვანელობა სამომავლოდ გეგმავს სკ ,,ცხუმ-აფხაზეთი“ საერთაშორისო ტურნირებშიც იყოს წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები