მსოფლიო ჩემპიონატი - სერბეთმა იტალია დაამარცხა, ჩინეთის ნაკრები მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა
სერბეთის ნაკრებმა დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტია. ნიკოლა იოკიჩმა და კომპანიამ ამჯერად იტალია გაანადგურეს.
Despite defeat, @gallinari8888 was the hot ???? hand for @Italbasket ????????, going 8/13 from the field for 26 points along with 8 rebounds.#ITASRB #FIBAWC pic.twitter.com/WSCCCBqLlG
— Basketball World Cup (@FIBAWC) September 4, 2019
სერბეთი უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა, ყველა მეოთხედი მოიგო და საბოლოოდ 92-77 იმარჯვა. იტალიელებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა მოკლე სათადარიგო სკამი გადაულახავი დაბრკოლება აღმოჩნდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბოგდან ბოგდანოვიჩი გახდა, რომელმაც 31 ქულა დააგროვა. ნიკოლა იოკიჩი 15 ქულას დასჯერდა, ხოლო რადულიცამ 12 ქულა ჩააგდო.
იტალიას 26 ქულით დანილო გალინარიმ ულიდერა. ბელინელიმ 15 ქულა ჩაიწერა აქტივში. ჰეკეტი კი 13 ქულით გამოირჩა.
????@LeaderOfHorde was straight ???? vs ????????, becoming the first player to combine for 30+ points, 5+ assists and 5+ steals in a #FIBAWC game since 1994! #SrbijaGotGame pic.twitter.com/fXc2KYk5HV
— Basketball World Cup (@FIBAWC) September 4, 2019
აღსანიშნავია, რომ ტურნირის მასპინძელმა, ჩინეთის ნაკრებმა ვენესუელას წინააღმდეგობა ვერ დასძლია და მომდევნო ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა. სამხრეთ ამერიკელებმა შესანიშნავად იასპარეზეს, ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და მეტოქეს 72 - 59 სძლიეს.
სხვა მატჩების შედეგები
ანგოლა - ფილიპინები 84 - 81
კოტ-დივუარი - პოლონეთი 63 - 80
პუერტო რიკო - ტუნისი 67 - 64
სამხრეთ კორეა - ნიგერია 66 - 108
რუსეთი - არგენტინა 61 - 69
ესპანეთი - ირანი 73 - 65