იდუმალებით მოცული აგენტი:''კვარაცხელიას ''არსენალი'' აკვირდება''
Aa
Aa

იდუმალებით მოცული აგენტი:''კვარაცხელიას ''არსენალი'' აკვირდება''

რუსულ მედიაში ცნობილი ქართველი საფეხბურთო აგენტის, მამუკა ჯუღელის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ჯუღელის პირველი ინტერვიუ BUSINESS Online-ზე განთავსდა და მას ჟურნალისტი ივან კარპოვი ესაუბრა.

ავტორი ჯუღელს რუსულ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალებით მოცულ ფიგურად მოიხსენიებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსულ მედიას ქართველი აგენტი პირველად ესაუბრა.

ტრანსფერების გარდა ჯუღელი პირად ცხოვრებაზე საუბრობს. ის აღიარებს, რომ აზარტული თამაშებით გატაცებული იყო, თუმცა მეუღლემ მისი ცხოვრება შეცვალა:''საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ შეგიძლია ალკოჰოლური სასმელი მიიღო და გართობას დრო დაუთმო. როცა კარიერა დავასრულე, გამიმართლა და შევხვდი ჩემს მეუღლეს. ჩემი ცხოვრება შეიცვალა, მან მითხრა:''თუ გსურს შენი მეუღლე გავხდე, კაზინოში არ უნდა წახვიდე.'' მე ხელები ავწიე.''

ყოფილმა ფეხბურთელმა საფეხბურთო აგენტის კარიერა ახრიკ ცვეიბასთან თანამშრომლობით დაიწყო. ჯუღელის თქმით, ისინი ახლო მეგობრები არიან. გარდა აგენტის პროფესიისა, 2009 წელს ''ანჟის'' სპორტული დირექტორი იყო, 2010 წელს კი ამავე პოზიციაზე ''ვოლგაში'' მუშაობდა.

ჯუღელი საინტერესო ინფორმაციას აჟღერებს, მისი თქმით ''რუბინისა'' და მოსკოვის ''დინამოს'' მატჩს ლონდონის ''არსენალის'' წარმომადგენლები დაესწრნენ.

მამუკა ჯუღელი:''ლონდონის ''არსენალი'' კვარაცხელიათი დაინტერესებული იყო და ჩრდილოლონდონური კლუბის წარმომადგენლები მოსკოვის ''დინამოსთან'' მატჩს დაესწრნენ. ზოგადად მის მიმართ დიდი ინტერესია.''

მან მოსკოვის ''ლოკომოტივიდან'' კვარაცხელიას წამოსვლის შესახებაც ისაუბრა:''ლოკომოტივში'' ფიქრობდნენ, რომ ხვიჩამ შესაძლებლობები ვერ გამოავლინა და მასზე დაკვირვებას კიდევ ერთი სეზონით გეგმავდნენ. თუ ფეხბურთელი ტრავმას მიიღებდა, მასზე ვინ იზრუნებდა? აქედან გამომდინარე ''ლოკომოტივში'' დარჩენა მოთამაშის ოჯახს არ სურდა. სიომინს ძალიან სურდა კვარაცხელიასთან მუშაობა, თუმცა საბოლოოდ ხვიჩა მოსკოვური გუნდიდან წავიდა. ზოგადად, სიომინს ქართველი ფეხბურთელების მიმართ ბევრი აქვს გაკეთებული. მის გუნდში ასათიანი, აშვეთია და ჯანაშია თამაშობდნენ.

''რუბინის'' დირექტორი რუსტემ საიმანოვი ქართველთა მენტალიტეტს კარგად იცნობს და მან გადაწყვიტა 4 ქართველის მიწვევა. მას კარგად ვიცნობ და საიმანობის ფაქტორიდან გამომდინარე მსურდა ქართველ ფეხბურთელებს ყაზანურ გუნდში ეთამაშათ. ''რუბინში'' ქართველ ფეხბურთელებს ადაპტაციის გავლა არ უჭირთ.''

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში კვარაცხელიასთან ერთად ყაზანურ გუნდს მიქელთაძე, დავითაშვილი და ყიფიანი შეუერთდნენ.

ჯუღელი ზურიკო დავითაშვილის შესახებაც საუბრობს. მის მიმართ ინტერესი გერმანულ კლუბებს ჰქონდათ. ასევე, ფეხბურთელი მოლაპარაკებას ბელგიურ ''გენტთან'' აწარმოებდა და ზაფხულში კარიერის ბელგიაში გაგრძელებას გეგმავდა, თუმცა ჯუღელის რჩევით კარიერის გაგრძელება რუსეთის პრემიერ ლიგაში გადაწყვიტა:''მის მიმართ გერმანული კლუბები ინტერესს იჩენდნენ, თუმცა ვუთხარი მას, რომ თუ ჩემთან თანამშრომლობა სურდა, არჩევანი რუსეთის პრემიერლიგაზე უნდა გაეკეთებინა. ძალიან მომწონს რუსული ფეხბურთი.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები