Aa
Aa

"ბარსა" რაფინიას "სელტაში" გაშვებას დათანხმდა

"ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივების მიუხედავად, რაფინია ალკანტარა მიმდინარე სეზონს "კამპ ნოუზე" არ გაატარებს და ვიგოს "სელტას" შეუერთდება.

გალისიელებმა და კატალონიელებმა ფეხბურთელის 1-წლიან იჯარაზე მოილაპარაკეს, ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც "ბლაუგრანას" მთავარ გუნდში ანსუ ფატიმ თავი გამოიჩინა და იქ რაფინიას მომავალი ბუნდოვანი გახდა.

ესპანური პრესა არ აკონკრეტებს, ექნება თუ არა "სელტას" 26 წლის ნახევარმცველის გამოსყიდვის უფლება, თუმცა, სავარაუდოდ, საქმე მშრალ იჯარასთან გვაქვს და მომავალ ზაფხულს რაფინია კვლავ ბარსელონაში დაბრუნდება.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, რაფინია "ბარსაში" 2021 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს, ამ სეზონში კი მის ხელფასსა და ბონუსებს, რაც დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს მიაღწევს, სრულად "სელტა" დაფარავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები