Aa Aa
1 სექტემბერი 2019  |  13:51

მსოფლიო ჩემპიონატი - ავსტრალიამ კანადა გაანადგურა

დღეს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში ტურნირის კიდევ ერთი ფავორიტი, ავსტრალიის ნაკრები ჩაერთო. პეტი მილსი და კომპანია დასუსტებულ კანადის ერონულ გუნდს დაუპირისპირდნენ და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს - 108-92.

მატჩის პირველი ტაიმი ავსტრალიელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით - 52-40 დასრულდა. თუმცა მესამე მეოთხედში კანადელებმა ინიციატივა ხელთ იგდეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ მინიმალურ უპირატესობას დაეუფლნენ.

შეხვედრის გამარჯვებულის ბედი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ავსტრალიამ ფენომენალურად ჩაატარა და მეტოქეზე 17-ით მეტი ქულა ჩააგდო - 32-15.

ავსტრალიის რიგებში 24 ქულით საუკეთესო მეთიუ დელავედოვა იყო. კრის გულდინგმა აქტივში 16 ქულა ჩაიწერა. პეტი მილსი 15 ქულით გამოირჩა, ხოლო ჯო ინგლსი 13 ქულას დასჯერდა.

კანადელებს 18 ქულით კემ ბირჩმა ულიდერა. კორი ჯოზეფმა 16 ქულა მიითვალა. კევინ პანგოსმა კი შეხვედრა 14 ქულით დაასრულა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები