საკალათბურთო ზეიმი დაიწყო! სერბეთმა მსოფლიო ჩემპიონატი ბრწყინვალე გამარჯვებით გახსნა!
Aa
Aa

საკალათბურთო ზეიმი დაიწყო! სერბეთმა მსოფლიო ჩემპიონატი ბრწყინვალე გამარჯვებით გახსნა!

დღეს ჩინეთში საკალათბურთო ზეიმი დაიწყო და მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ტურნირის პირველი შეხვედრა ფოშანში გაიმართა და ერთმანეთს სერბეთისა და ანგოლის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო გათამაშების  ერთ-ერთმა ფავორიტმა უმაღლეს დონეზე იასპარეზა და მეტოქე 105-59 გაანადგურა.

ნიკოლა იოკიჩი და კომპანია უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ, ყველა მეოთხედი მოიგეს და მოწინააღმდეგეს დიდი ანგარიშით სძლიეს.

სერბთა მხრიდან საუკეთესო ბოგდან ბოგდანოვიჩი იყო, რომელმაც არასრულ 20 წუთში 24 ქულა მიითვალა. ნიკოლა მილუტინოვი და ნიკოლა იოკიჩი 14-14 ქულით გამოირჩნენ. ბობან მარიანოვიჩი კი 12 ქულას დასჯერდა.

ანგოლის ნაკრების რიგებში 10 ქულიანი ნიშნული მხოლოდ ორმა კალათბურთელმა გადალახა. კარლოს მორაისმა აქტივში 15 ქულა ჩაიწერა, ხოლო ლეონელ პაულომ გუნდს 10 ქულა შესძინა.

მსგავსი სიახლეები