ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგები ცნობილია!
მონაკოში ევროპა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირის აღნიშნულ სტადიაზე გასული 48 გუნდი 12 ქვეჯგუფში გადანაწილდა.
ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები - 19 სექტემბერს, ხოლო ბოლო, მე-6 ტურის შეხვედრები 12 დეკემბერს ჩატარდება. თამაშების კალენდარი ოდნავ მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ასევე დასახელდა ევროპა ლიგის 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ის ედენ აზარი გახდა, რომელმაც "ჩელსისთან" ერთად ამ ტურნირის მოგება შეძლო.