Aa
Aa

მანჯუკიჩმა პსჟ-ში გადასვლა იუარა

რამდენიმე წამყვანი ევროპული გამოცემის თქმით, მარიო მანჯუკიჩმა პსჟ-ს რიგებში გადასვლაზე უარი განაცხადა და პარიზელთა მხრიდან შეთავაზებული წინადადება დაბლოკა.

როგორც ცნობილია, ედინსონ კავანის ტრავმის შემდეგ „მანჯუ“ საფრანგეთის ჩემპიონის მთავარ სამიზნედ იქცა, თუმცა, როგორც ჩანს, კლუბს სხვა ვარიანტზე გადართვა მოუწევს.

33 წლის მანჯუკიჩს „იუვენტუსში“ დარჩენა სურს, მან ზაფხულში გუნდიდან წასვლა გამორიცხა და თუკი სეზონის პირველ წრეში „ვეკია სინიორაში“ სასურველი სტატუსი ვერ მოიპოვა, სატრანსფერო შეთავაზებებს ზამთარში განიხილავს.

ხორვატ თავდამსხმელს, რომელსაც „ბებერ ქალბატონთან“ კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე აკავშირებს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და რამდენიმე ჩინური კლუბიც ეპატიჟებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები