Aa
Aa

ფრედს მსურველი გამოუჩნდა! "ფიორენტინა" ბრაზილიელი ფეხბურთელით დაინტერესდა

„ფიორენტინა“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს და შემადგენლობის გაძლიერებაზეა კონცენტრირებული. იტალიური გამოცემა Calciomercato-ს თანახმად „ვიოლას“ ახალი სამიზნე „მანჩესტერ იუნაიტედის“ საყრდენი ნახევარმცველი, ფრედია.

26 წლის ბრაზილიელი „ოლდ ტრაფორდზე“ გასულ ზაფხულს გადაბარგდა, თუმცა თავის გამოჩენა ვერ მოახერხა და ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება. დიდი ალბათობით სიტუაცია არც წლევანდელ სეზონში შეიცვლება და გამორიცხული არაა სამხრეთ ამერიკელმა კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება მოითხოვოს.

როგორც ირკვევა ფლორენციელები „წითელ ეშმაკებს“ უკვე დაუკავშირდნენ და ფრედის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვეს. Calcimercato-ს მიხედვით „ფიორენტინა“ მზადაა ბრაზილიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 27 მილიონი ფუნტი გაიღოს.

„ვიოლას“ მესვეურები 26 წლის ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებენ. იტალიელებს სჯერათ, რომ ფრედი დაკარგული ფორმის აღდგენას მოახერხებს და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები