ლებრონი:
Aa
Aa

ლებრონი: "მანქანაში ავტირდი... ამას ვერ გაიგებს ის ვინც უმამოდ არის გაზრდილი"

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი და თანამედროვე კალათბურთში ნომერ პირველი პერსონა „მეფე“ ლებრონ ჯეიმსი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოსა და მეტად ემოციურ პოსტს.

როდესაც ლებრონი დილის 5 საათზე სპორტდარბაზში მიდიოდა ამ დროს მან ეზოში შვილები დაინახა, რომლებიც ბურთის კალათში ჩაგდებაზე ვარჯიშობდნენ.

„სპორტდარბაზში წასვლისას დავინახე, თუ როგორ ვარჯიშობდნენ ჩემი შვილები დილის 5 საათზე და ნანახმა მანქანაში ამატირა.

"ჩემთვის, როგორც მამისთვის, ეს მომენტი საამაყოა. თქვენ ამ ყველაფერს ვერ ჩაწვდებით თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში მამა გვერდით არასდროს გყოლიათ, ან თქვენს შვილებს შრომის ეთიკას არ უნერგავთ, რადგან მათ არასდროს გაიარონ, ის რისი გავლაც შენ მოგიწია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები