ხიზანიშვილის გაწვრთნილმა 16-წლამდელთა ნაკრებმა მოლდოვა გაანადგურა
ლიეტუვის ქალაქ კაუნასში, 16-წლამდე ნაკრებებს შორის, უეფა-ს "განვითარების თასი" დაიწყო. ზურაბ ხიზანიშვილის შეგირდებმა პირველ შეხვედრაში მოლდოვა 4:0 დაამარცხეს. გოლები გეგიაძემ, მამულაშვილმა, ჯანაშიამ და ჭელიშვილმა გაიტანეს.
მთავარმა მწვრთნელმა მოლდოველებთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ჯოჯუა, გაფრინდაშვილი, გოგებაშვილი, პირტახია, ხიმშიაშვილი, გეგიაძე, ლაცაბიძე, ხაბულიანი, მამულაშვილი, ოჩიგავა, თოდუა.
შეცვლაზე შევიდნენ: ბერუაშვილი, ჯანაშია, ბაგრატიონი, გრიგალაშვილი, ჭელიშვილი, ნოზაძე, ლაბაძე, გოჩიაშვილი.
ქართველი თინეიჯერები ტურნირის მომდევნო შეხვედრას 20 აგვისტოს, ბოსნიელ თანატოლებთან გამართავენ.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით