გვილიას მორიგი საგოლე პასი პოლონეთის ჩემპიონატში
Aa
Aa
18 აგვისტო 2019  |  21:45

გვილიას მორიგი საგოლე პასი პოლონეთის ჩემპიონატში

პოლონეთის ექსტრაკლასას მეოთხე ტურში ვარშავულმა ''ლეგიამ'' საკუთარ კედლებში ლუბინის ''ზაგლემბე'' 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი მონტენეგროელმა მარკო ვესოვიჩმა გაიტანა. საგოლე გადაცემა ვაკო გვილიას ანგარიშზეა, რომელიც გუნდის ნამდვილ ლიდერად ყალიბდება.

 

გვილიამ ''ზაგლემბეს'' წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა.

მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა პოლონეთის ჩემპიონატის 4 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს, 25 წლის ფეხბურთელმა 6 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მისმა კარგმა თამაშმა ბერძნული ''ატრომიტოსის'' ძლევაში დიდი როლი შეასრულა.

4 ტურში ''ლეგიამ'' 7 ქულა მოაგროვა და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.

ფოტო: legia.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები