ემოციური მოურინიო - ჟოზეს ფეხბურთი ენატრება
Aa
Aa
18 აგვისტო 2019  |  15:00

ემოციური მოურინიო - ჟოზეს ფეხბურთი ენატრება

დღეს ინტერნეტსივრცეში კადრები გავრცელდა, სადაც ჟოზე ფეხბურთის გარეშე ცხოვრებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საყვარელი საქმიანობა ენატრება. 

შეგახსენებთ, რომ ბოლოს "მოუ" "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა. "წითელმა ეშმაკებმა" პორტუგალიელი სპეციალისტი 2018 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.

"ოლდ ტრაფორდის" დატოვების შემდეგ, ჟოზემ დასვენება გადაწყვიტა, თუმცა როგორც ჩანს ფეხბურთიდან წასვლით გაჩენილი სიცარიელე ვერაფერმა შეავსო.

"პირველად, როცა პროფესიონალურ ფეხბურთში შევაბიჯე რაღაც ვიგრძენი. მას შემდეგ ყველაფერი სერიოზულად იყო. აქამდე ყველაფერი სერიოზულად იყო".

"ახლა კი ყველაფერი შეწყდა და სიამოვნების მიღების ნაცვლად, პირიქით ხდება. ფეხბურთი მენატრება".

აქვე დავძენთ, რომ ჟოზე ამჟამად Sky Sport-ზე მუშაობს და საფეხბურთო ექსპერტის ფუნქციებს ითავსებს, თუმცა პორტუგალიელის მოწოდება მწვრთნელობაა და საყვარელ პოსტზე დაბრუნება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები