რიკი ვან ვოლფსვინკელს ტვინის ანევრიზმა აღმოუჩინეს
Aa
Aa

რიკი ვან ვოლფსვინკელს ტვინის ანევრიზმა აღმოუჩინეს

„ბაზელის“ ფეხბურთელს, რიკი ვან ვოლფსვინკელს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შემდეგ ტვინის ანევრიზმა აღმოუჩინეს. „ლასკ ლინცთან“ გამართულ შეხვედრაში ჰოლანდიელ ფეხბურთელს თავში ძლიერად მოხვდა. კლუბის სამედიცინო პერსონალმა მას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვა, თუმცა თავის დაზღვევის საავადმყოფოში გადააგზავნა.

კლინიკაში ექიმებმა ვოლფსვინკელს გამოკვლევები ჩაუტარეს და ტვინის ანევრიზმა აღმოუჩინეს.

„ტვინის ანევრიზმის გამო, მკურნალობის გავლა მომიწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთს დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვითამაშებ“.

„ამ მომენტში ზუსტად არაა ცნობილი როდის დავბრუნდები. სავარაუდოდ ჩემი დაბრუნება მომდევნო 6 თვის განმავლობაში არ მოხდება“.

„დაბრუნების დრო და თარიღი შედეგებზე და ოპერაციაზეა დამოკიდებული. თვეების შემდეგ გადავწყვეტთ როდის შემეძლება მოედანზე გასვლა“.

„ბედნიერი ვარ, რომ ტვინის ანევრიზმის აღმოჩენა მოხერხდა. მინდა ბაზელის სამედიცინო პერსონალს და ბაზელის უნივერსიტეტის საავადმყოფოს დიდი მადლობა გადავუხადო“.

„მომდევნო თვეების განმავლობაში კლუბს და თანაგუნდელებს მხარს დავუჭერ. მაგრამ ამჟამად ჩემს ჯანმრთელობაზე ვარ ორიენტირებული, რათა შემდეგში ის ვაკეთო, რაც ძალიან მიყვარს“ - განაცხადა ვოლფსვინკელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები