Aa
Aa

Sport - "ბარსა" და "ბაიერნი" კოუტინიოს იჯარას განიხილავენ

კატალონიური გამოცემა Sport იუწყება, რომ „ბარსელონასა“ და „ბაიერნს“ შორის კოუტინიოს ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კლუბები ორ ვარიანტს განიხილავენ.

პირველი ორწლიან იჯარას უკავშირდება და „რეკორდმაისტერი“ „პატარა ჯადოქარს“ ხელფასს თავად გადაუხდის. მეორე ვარიანტის მიხედვით კი „ბლაუგრანა“ ბრაზილიელს ერთი წლით გაანათხოვრებს და იჯარის ბოლოს გერმანულ გრანდს „კოუს“ კონტრაქტის გამოსყიდვის საშუალება ექნება.

Sport-ის მიხედვით პრობლემა ის გახლავთ, რომ „ბაიერნის“ წარმომადგენლები დიდად დაინტერესებულები არ არიან და კოუტინიოს იჯარის განხილვას იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ „ბარსელონასგან“ სასურველ შეთავაზებას მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ კატალონიური გაზეთის თანახმად „კამპ ნოუს“ ბინადრები „ბაიერნის“ გარდა, სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ, თუმცა ფართო არჩევანი ნამდვილავთ არ აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები