Aa
Aa

NBA-ის ყოფილ კალათბურთელს თავისუფლების სამ წელიწად-ნახევრით აღკვეთა მიუსაჯეს

NBA-ის ყოფილ კალათბურთელს, სებასტიან ტელფეარს სამ წელიწად-ნახევრიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამერიკელ მოთამამაშეს, რომელმაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 12 სეზონი გაატარა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა დაუმტკიცეს.

2017 წლის ივნისში ბრუკლინში ტელფეარს 3 პისტოლეტი, ნახევრად ავტომატური იარაღი, ჯავშანჟილეტი, ათობით ტყვია და მარიხუანა აღმოუჩინეს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ გახლდათ, როცა სებასტიანი პრობლემებში გაეხვა. 2007 წელს მას ავტომობილის ჩხრეკის შედეგად დატენილი იარაღი უპოვეს. მაშინ 34 წლის კალათბურთელს გისოსებს მიღმა დრო არ გაუტარებია და მხოლოდ სამწლიანი პირობითი მსჯავრი მოიხადა.

ტელფეარი 2004 წლის დრაფტზე „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა“ აიყვანა. კარიერის განმავლობაში მან „ბოსტონ სელტიქსის“, „მინესოტა ტიმბერვულვზის“, „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“, „კლივლენდ კავალიერსის“, „ფინიქს სანსის“ და „ტორონტო რეპტორსის“ რიგებში იასპარეზა.

2017 წელს, როცა ამერიკელი მოთამაშე სამართალდამცველებმა დააკავეს, იგი ჩინური გუნდის, „ფუძიანის“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები