ჯეიმს ჰარდენის ღირსეული ჟესტი
Aa
Aa

ჯეიმს ჰარდენის ღირსეული ჟესტი

"ჰიუსტონ როქეთსის" სუპერვარსკლავი, ჯეიმს ჰარდენი ახალი სეზონისთვის ბაჰამის კუნძულებზე ემზადება. ტეხასელთა მსროლეი მცველი პარალელურად ქველმოქმედებას ეწევა და ქუჩებში ავტომობილით გადაადგილებისას ბავშვებსა და მოზრდილებს ეხმარება.

ჰარდენმა სწორედ ამ დროს ოჯახი შეამჩნია, რომელიც საკვების მოსაპოვებლად თევზაობდა. "წვერას" ბევრი არ უფიქრია. ავტომობილი გააჩერა და ოჯახს 10000 დოლარი აჩუქა.

NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა და Adidas-ის მარკეტინგის მენეჯერმა, ტროი პეინმა ემოციური მომენტი მობილური ტელეფონით დააფიქსირა და მოგვიანებით მთელ მსოფლიოს გაუზიარა.

ჰარდენი ქველმოქმედებაში აქტიურადაა ჩართული. ჯეიმსი ჰიუსტონელ ბავშვებს 3thehardenway-ის მეშვეობით ეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები