უცნაური შეცდომა, რომლის გამოც არგენტინის ნაკრები პლეიოფს მიღმა დარჩა
Aa
Aa

უცნაური შეცდომა, რომლის გამოც არგენტინის ნაკრები პლეიოფს მიღმა დარჩა

ლიმაში, სადაც პან ამერიკული თამაშები მიმდინარეობს საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა. არგენტინის ქალ კალათბურთელთა ნაკრებმა პლეიოფში გასვლა უცნაური მიზეზის გამო ვერ მოახერხა.

არგენტინელი გოგონები ჯგუფური ეტაპის შეხვედრაზე მუქი ლურჯი ფერის მაისურებით გამოცხადდნენ. საქმე ისაა, რომ მათ მოწინააღმდეგეს, კოლუმბიის ეროვნულ გუნდს ზუსტად იგივე ფერის მაისურები ეცვა და წესითა და რიგით არგენტინას თეთრი მაისურებით უნდა ეთამაშა.

დროის სიმცირიდან გამომდინარე „ალბისელესტეს“ წარმომადგენლებმა შეცდომის გამოსწორება ვერ მოახერხეს და არგენტინას ტექნიკური წაგება ჩაეთვალა - 0:20.

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით არგენტინელებმა თეთრი მაისურები მოიტანეს, თუმცა კოლუმბიელებმა მატჩის ჩატარებაზე უარი განაცხადეს და გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. შედეგად არგენტინა ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და პლეიოფში თამაშის უფლება მის ნაცვლად კოლუმბიამ მოიპოვა.

მომხდარს ქვეყანაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რამდენიმე ადამიანმა პოსტი დატოვა. ერთ-ერთი მათგანი ქალთა კალათბურთის განვითარების ორგანიზაციის დირექტორია, რომელმაც ამ შეხვედრას თავის კარიერაში ყველაზე სევდიანი მომენტი უწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები