სტამი: ''დინამოს'' ფეხბურთელები ინდივიდუალიზმით გამოირჩევიან''
Aa
Aa

სტამი: ''დინამოს'' ფეხბურთელები ინდივიდუალიზმით გამოირჩევიან''

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე როტერდამის ''ფეიენორდი'' ''დე კუიპზე'' თბილისის ''დინამოს'' უმასპინძლებს. ჰოლანდიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იაპ სტამმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ქართული კლუბის შესახებ ისაუბრა.

იაპ სტამი: ''ქართული კლუბის თამაში ვიხილე, თბილისის ''დინამოს'' ფეხბურთელები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი. ამავე დროს ''დინამოს'' მოთამაშეები ინდივიდუალური თამაშით გამოირჩევიან.

ხვალინდელი თამაშისთვის პოზიტიურად ვართ განწყობილები. ჩემი გუნდის ფეხბურთელებს ხვალინდელ მატჩში წარმატების მიღწევა შეუძლიათ.''

სტამმა 90-იანი წლები გაიხსენა, როცა ქართულ კლუბთან ითამაშა:''პსვ-ს შემადგენლობაში ქართული კლუბის წინააღმდეგ მითამაშია და ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა (1995 წელს იაპ სტამმა უეფას თასზე ბათუმის ''დინამოსთან'' ითამაშა).

პრესკონფერენციას როტერდამელთა ფეხბურთელი კენეტ ვერმერი ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მთავარმა მწვრთნელმა ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით მოთამაშეებს ყველაფერი კარგად აუხსნა. ვერმერის თქმით კლუბისთვის ევროპა ლიგაზე წარმატებით გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, ''ფეიენორდის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე იაპ სტამის დებიუტი როტერდამის ''სპარტასთან'' შედგა. ''ფეიენორდი'' მარცხს დამატებულ წუთზე გადაურჩა და სტამის დებიუტი წარუმატებლად შეფასდა.

როტერდამული დერბის შემდეგ ჰოლანდიელმა ჟურნალისტებმა იაპ სტამს თბილისის ''დინამოზეც'' ჰკითხეს. სტამმა, რომელიც იტალიურ ''მილანში'' კახა კალაძის თანაგუნდელი იყო, ქართულ კლუბის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა:''თბილისის ''დინამო'' ძლიერი გუნდია.''

''ფეიენორდისა'' და თბილისის ''დინამოს'' დაპირისპირება 8 აგვისტოს თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები