დიბალა უპირატესობას პსჟ-ს ანიჭებს
Aa
Aa

დიბალა უპირატესობას პსჟ-ს ანიჭებს

პაულო დიბალას ტურინული მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არგენტინელი ფეხბურთელი „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ბოლო მომენტში „მანჩესტერმა“ მისი მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა.

„წითელ ეშმაკებთან“ წარუმატებლობის შემდეგ დიბალას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით „ლა ხოჯას“ „იუვენტუსში“ დარჩენა სურს, თუმცა თუ ტურინის დატოვება მოუწია, ურჩევნია კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს, ვიდრე რომელიმე ბრიტანულ კლუბში.

იტალიური გამოცემა დასძენს, რომ დიბალას აგენტი, ხორხე ანტუნი ფრანგული გრანდის სპორტულ დირექტორს დაუკავშირდა და ლეონარდოსთან საკმაოდ პოზიტიური საუბარი ჰქონდა.

როგორც ირკვევა  პარიზელები მიმდინარე მოვლენებს გულდასმით აკვირდებიან.  ლეონარდო დიბალას დიდი გულშემატკივარია და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, შესაძლოა მისი გადაბირება სცადოს.

აღსანიშნავია, რომ სავარაუდოდ დიბალას „პარკ დე პრენსზე“ ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ პსჟ ნეიმარს გაასხვისებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები