Aa
Aa

"მანჩესტერი" ერიქსენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

Daily Mail-ის ინფორმაციით „მანჩესტერ იუნაიტედი“ კრისტიან ერიქსენის გადაბირებაზეა კონცენტრირებული და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დანიელი ნახევარმცველის შეძენას შეეცდება.

ერიქსენის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. 27 წლის ნახევარმცველთან დაახლოებული წყაროები კი იტყობინებიან, რომ კრისტიანი „იუნაიტედის“ ნომერ პირველი სამიზნე გახლავთ.

„ტოტენჰემი“ „სპორტინგის“ ნახევარმცველს, ბრუნო ფერნანდეშს უმიზნებს. „დეზებმა“ „ბეტისიდან“ ჯოვანი ლო სელსოც გადაიბირეს და დიდი შანსია ერიქსენის ტრანსფერს დათანხმდნენ.

როგორც მოგეხსენებათ დანიელ ფეხბურთელს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ამ მომენტში „სამეფო კლუბი“ პოლ პოგბასა და დონი ვან დე ბეეკის შეძენაზეა ფოკუსირებული.

Daily Mail-ის მიხედვით „მანჩესტერი“ წინადადებას ამზადებს და გეგმავს „ტოტენჰემს“ ერიქსენის სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონი ფუნტი შესთავაზოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები