შთამბეჭდავი ფინანსური მოგება.. თუ ქართული კლუბი ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება
Aa
Aa

შთამბეჭდავი ფინანსური მოგება.. თუ ქართული კლუბი ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება

საფეხბურთო კლუბი ''საბურთალო'' ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შემთხვევაში საერთო ჯამში მიმდინარე ევროსეზონში 3 მილიონ 860 ათას ევროს მიიღებს.

თუ საქართველოს ჩემპიონი სომხური ''არარატ-არმენიას'' ბარიერს ვერ დაძლევს, თბილისური კლუბი საერთო ჯამში 940 000 ევროს მიიღებს.

''საბურთალო'' ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობით ტარიელ ხეჩიკაშვილის გუნდმა 280 000 ევრო მიიღო. მოლდოვური ''შერიფის'' დამარცხებით ''საბურთალომ'' მეორე ეტაპზე ითამაშა და 380 000 ევრო მიიღო.

ქართული კლუბები ევროპა ლიგაზე

ზაგრების ''დინამოსთან'' მარცხის შემდეგ ''საბურთალო'' ევროპა ლიგაზე გადაერთო. ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობით უეფა ''საბურთალოს''  280 000 ევროს გადაურიცხავს.

თუ ''საბურთალო'' სომხურ ბარიერს დაძლევს, ფლეი-ოფში გავა და მარცხის შემთხვევაში 300 000 ევროს მიიღებს, ხოლო თუ ფლეი-ოფში თბილისური კლუბი გაიმარჯვებს, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა საქართველოს ჩემპიონს 2 920 000 ევროს მოუტანს.

რაც შეეხება თბილისის ''დინამოს,'' რომან ფიფიას კლუბი ''ფეიენორდთან'' მარცხის შემთხვევაში უეფადან საერთო ჯამში 800 000 ევროს მიიღებს (პირველი ეტაპი - 240 000, მეორე ეტაპი - 260 000, მესამე ეტაპი - 280 000).

ანალოგიურად თუ ''დინამო'' ფლეი-ოფში დამარცხდება, დამატებით 300 000 ევროს მიიღებს. ასეთ შემთხვევაში ''დინამოს'' საბანკო ანგარიშზე  საერთო ჯამში 1 080 000 ევრო ჩაირიცხება. თუ ''დინამო'' ფლეი-ოფში დამარცხდება, 300 000 ევროს ვერ მიიღებს, ფლეი-ოფში 300 000 ევროს დამარცხებული კლუბი იღებს.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ოთხივე ეტაპის გავლისა და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შემთხვევაში საერთო ჯამში ზუსტად 3 700 000 ევროს მიიღებს.

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთი მატჩის მოგებით კლუბი 570 000 ევროს იღებს. თუ მატჩი ფრედ დასრულდა, თითოეული გუნდის სარგებელი 190 000 ევროა. ჯგუფის გამარჯვებული 1 მილიონ ევროს იღებს, მეორე ადგილზე გასული კლუბი კი - 500 000 ევროს.

ფოტო: fcdinamo.ge, fcsaburtalo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები