მოურინიოს მომავალი გარკვეულია?
იტალიურმა სპორტულმა გამოცემამ Sky Sport Italia-მ რამდენიმე საათის წინ მეტად საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ჟოზე მოურინიოს მომავალზეა საუბარი.
სააგენტოს მტკიცებით, პორტუგალიელმა "წითელი ეშმაკების" ბოსებს გუნდის გაწვრთნაზე თანხმობა განუცხადა და სეზონის ბოლოს ლუი ვან გაალის პოსტს სწორედ "განსაკუთრებული" დაიკავებს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ჯერ კონტრაქტი არ გაფორმებულა, თუმცა იმევე Sky Sport Italia-ს ვარაუდით ყველაფერს ნათელი უახლოეს ხანში მოეფინება.