OK Diario: ხამესის აგენტმა საიდუმლო მოლაპარაკება გამართა...
Aa
Aa

OK Diario: ხამესის აგენტმა საიდუმლო მოლაპარაკება გამართა...

ესპანური გამოცემის OK Diario-ს ცნობით "რეალის" კოლუმბიელი ვარსკვლავი ხამეს როდრიგესი კლუბის დატოვებასთან საკმაოდ ახლოსაა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა 24 წლის ფეხბურთელი ზაფხულში მადრიდიდან აიბარგება. 

სააგენტოს კულუარული ინფორმაციით, გუშინ ხამესის აგენტი "იუვენტუსის" შეფობას შეხვდა, მიზეზი რთული მისახვედრი არაა, თანაც როგორც აღინიშნა, აგენტის იტალიური ვოიაჟი გასაიდუმლოებული გახლდათ. 

ჯერჯერობით საუბრის დეტალები არ ხმაურდება, ასე რომ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და სულ მალე გვეცოდინება, რამდენად კონსტრუქციული გამოდგა აღნიშნული შეხვედრა. 

გარდა "იუვენტუსისა" კოლუმბიელი სუპერტარისადმი სერიოზულ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედიც" იჩენს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები