ინცინდენტი მბაპესა და ნეიმარს შორის...
Aa
Aa

ინცინდენტი მბაპესა და ნეიმარს შორის...

საფრანგეთის 2018-19 წლების სეზონის სუპერთასის ფინალში პსჟ-მ ''რენი'' 2:1 დაამარცხა. პირველი ტაიმი ადრიენ ონუს ერთადერთი გოლით ''რენიმ'' მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ ტომას ტუხელის გუნდმა 2 გოლი შეაგდო და სუპერთასის მფლობელი გახდა.

გამარჯვების შემდეგ პსჟ-ს ფეხბურთელები თასთან ერთად ფოტოს იღებდნენ, მათთან ერთად ნეიმარი იმყოფებოდა, რომელიც პსჟ-ს სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა. მბაპემ ნეიმარს ერთობლივ ფოტოში მოხვედრის საშუალება არ მისცა.

 

შეგახსენებთ, ნეიმარს პარიზული კლუბის დატოვება სურს და როგორც ჩანს გუნდის ლიდერებს ერთმანეთთან ცუდი დამოკიდებულება აქვთ.

ამ ფაქტამდე იტალიელმა მარკო ვერატიმ ნეიმარის მიმართ ყურადღება გამოხატა და ერთობლივ ზეიმში მონაწილეობის უფლება მისცა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები