ქვილითაია და ბერიძე ''გენტს'' ევროპა ლიგაზე ვერ დაეხმარებიან
Aa
Aa

ქვილითაია და ბერიძე ''გენტს'' ევროპა ლიგაზე ვერ დაეხმარებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს გიორგი ქვილითაიას კუნთის ტრავმის გამო ორი კვირა გაუცდა. CrystalSport-ის ცნობით ქვილითაია გუნდთან ერთად სავარჯიშო პროცესს ხვალ, 2 აგვისტოს განაახლებს.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ''გენტი'' სტუმრად რუმინულ ''ვიტორულს'' დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი ქვილითაია მონაწილეობას ვერ მიიღებს. სამატჩო განაცხადში ასევე არ იმყოფება გიორგი ბერიძე, მას ტრავმა არ აწუხებს, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით რუმინულ კლუბთან საპასუხო მატჩს გამოტოვებს.

გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ''გენტის'' გამარჯვებით 6:3 დასრულდა. აღნიშნული მატჩი ბერიძისთვის ''გენტის'' პირველ გუნდში სადებიუტო იყო, მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა 62-ე წუთზე ჩართო თამაშში.

შეგახსენებთ, ''გენტის'' 19 წლის ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე სარეაბილიტაციო კურსს გადის, მოედანზე მისი დაბრუნება მიმდინარე წლის ნოემბერშია მოსალოდნელი.

ფოტო: kaagent.be

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები