Aa
Aa

კავანიმ "ინტერს" უარი შეუთვალა

Gazzetta dello Sport იტყობინება, რომ ედინსონ კავანის „ინტერში“ გადასვლა არ სურს. არადა „ნერაძურის“ სათადარიგო გეგმა სწორედ ურუგვაელ ფეხბურთელს უკავშირდებოდა.

მილანელებს იმედი ჰქონდათ, რომ კავანის სანაცვლოდ ასტრონომიული თანხის გადახდა არ მოუწევდათ და უპირატესობას მის ტრანსფერს ამიტომ ანიჭებდნენ, თუმცა როგორც ჩანს მილანელებს სხვა ვარიანტის მოძებნა მოუწევს.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით კავანის ურჩევნია კონტრაქტის ამოწურვამდე „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში იასპარეზოს. 32 წლის თავდამსხმელი გაისად თავისუფალი აგენტი ხდება და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

კავანი პსჟ-ს რიგებში 2013 წლიდან ასპარეზობს. „პარკ დე პრენსის“ ბინადრების მაისურით მან 279 შეხვედრა ჩაატარა და 193 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები