პოჩეტინო:
Aa
Aa

პოჩეტინო: "ლივერპულთან ფინალის შემდეგ 10 დღე სახლში გავატარე და"...

„ტოტენჰემის“ თავკაც მაურისიო პოჩეტინოს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ლივერპულთან“ განცდილ მარცხთან გამკლავება ძალიან გაუჭირდა. 47 წლის სპეციალისტის დამოძღვრილი გუნდი სანუკვარ თასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა „მერსისაიდელთა“ ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა და გადამწყვეტი შეხვედრა 2-0 წააგო.

ბრიტანული გამოცემა Standart-სთვის მიცემულ ინტერვიუში პოჩეტინომ ფინალის შემდგომი პერიოდი გაიხსენა და განაცხადა: „წაგებულ ფინალთან გამკლავება ძალიან რთული გამოდგა. ლივერპულთან მატჩისთვის სამი დაუვიწყარი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით და წაგებით ზედმეტად იმედგაცრუებულები დავრჩით.

ფინალში მარცხს 2002 წლის ზაფხულში განცდილ ფიასკოს ვადარებ. მაშინ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჯერ შვედეთს დავუზავდით, შემდეგ კი ინგლისის ნაკრებთან დავმარცხდით. როგორც ფეხბურთელისთვის და როგორც მწვრთნელისთვის ჩემს კარიერაში ეს ორი მომენტი ურთულესი გახლავთ.

ლივერპულთან ფინალის მეორე დღეს მატარებლით მადრიდიდან ბარსელონაში წავედი. მომდევნო 10 დღე სახლში გავატარე და გარეთ გასვლის სურვილი არ გამაჩნდა. დიახ, ყველაფერი ძალიან რთული გადასატანი გახლდათ, რადგან სანუკვარ თასთან ძალიან ახლოს ვიყავით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები