გვილიას გამარჯვების გოლი დამატებულ წუთზე!
Aa
Aa

გვილიას გამარჯვების გოლი დამატებულ წუთზე!

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ''კორონასთან'' გასვლით შეხვედრაში, როცა ანგარიში 1:1 იყო, მეორე ტაიმის მეოთხე დამატებულ წუთზე ''ლეგიასთვის'' გამარჯვების გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში ''ლეგიამ'' ექსტრაკლასაში პირველი მატჩი გვილიას გოლით მოიგო.

''კორონასთან'' გვილია სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა, თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო. ''კორონას'' სასტარტო თერთმეტეულში ვატო არველაძემ ითამაშა, შესვენების შემდეგ შეცვალეს და მეორე ტაიმში არ უასპარეზია.

ვაკო გვილია ''ლეგიას'' მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა. ვარშავულ კლუბში ქართველმა ნახევარმცველმა 5 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ასე რომ ქართველი შემტევი პოლონურ კლუბს კარგად შეეწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები