ყაზაიშვილის საოცარი გოლი!
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ში მორიგი გოლი გაიტანა. ''სან ხოსემ'' საკუთარ კედლებში ''კოლორადო რაპიდსი'' 3:1 დაამარცხა. 24-ე წუთზე ყაზაიშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა, მეტოქის ფეხბურთელებს გვერდი აუარა და შესანიშნავი დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა.
მთავარმა მწვრთნელმა მატიას ალმეიდამ ყაზაიშვილი 79-ე წუთზე შეცვალა.
79' - Vako receives a standing ovation from the San Jose faithful. ????
— San Jose Earthquakes (@SJEarthquakes) July 28, 2019
He's replaced by Marcos Lopez.#VamosSJ | #SJvCOL pic.twitter.com/lQrdKcChVz
მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილმა MLS-ის 20 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მან MLS-ის ბოლო 7 შეხვედრაში 6 გოლი შეაგდო. ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 9 შეხვედრაში ვაკოს ანგარიშზე 9 გოლია და 3 საგოლე პასია.
დასავლეთ კონფერენციაში ''სან ხოსე'' 37 ქულით მეოთხე ადგილზეა. ამდენივე ქულაა მესამეადგილოსან ''ლოს ანჯელეს გალაქსის'' ანგარიშზე, რომელსაც ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში 2 გოლი გაუტანა.