Aa
Aa

"რომას" შემდეგ უკვე "სევილია" - სუსო ლა ლიგაში?

„მილანის“ ესპანელი შემტევის, სუსოს, გადაბირებით „სევილიაც“ დაინტერესდა და მოლაპარაკებების დაწყებასაც გეგმავს.

ანდალუსიელთა ძველ-ახალი სპორტული დირექტორი, მონჩი, „სევილიაში“ ნამდვილ რევოლუციას აწყობს და ამ ზაფხულს გაჩარხული 12 ტრანსფერის შემდეგ მორიგ მიზნად სწორედ სუსოს „სანჩეს პისხუანზე“ გადაყვანა დაისახა.

მილანელები თავიანთ ერთ-ერთ ლიდერს 40 მილიონ ევროს აფასებენ, რაც მის გამოსასყიდ თანხადაა დაწესებული. სუსოს წარმომადგენლებს „რომაც“ დაუკავშირდა, თუმცა რომაელები ხსენებულ თანხას სრულად ვერ იხდიან და ფასის დაწევა ან გარიგების ფორმის შეცვლა სურთ.

ძნელი სათქმელია, რამდენად გადაიხდის სუსოს გამოსასყიდს „სევილიაც“, რადგან კლუბმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას 110 მილიონ ევროზე მეტი უკვე დახარჯა.

შედარებით ცნობილ ფეხბურთელთაგან, ანდალუსიელთა რიგებში მომდევნო სეზონიდან ლუკ დე იონგი, ლუკას ოკამპოსი, სერხიო რეგილონი, ნემანია გუდელი და ოლივერ ტორესი ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები