Aa
Aa

"გამაგრდი, ჩემო მეგობარო" - რონალდუს მხარდაჭერა ასენსიოს

კრიშტიანუ რონალდუმ ყოფილ თანაგუნდელ მარკო ასენსიოს მხარდაჭერა გამოუცხადა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ასენსიოსთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი წარწერაც დაურთო: „გამაგრდი და მალე გამოჯანმრთელდი, ჩემო მეგობარო“.

მარკო ასენსიომ „არსენალთან“ გამართული ამხანაგური მატჩისას ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.

არსებული ვარაუდით, 23 წლის შემტევს 6-9 თვემდე გაუცდება და არც ისაა გამორიცხული, რომ მომდევნო სეზონში საერთოდ ვერ ითამაშოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები