ოფიციალურად: დანი სებალიოსი
Aa
Aa

ოფიციალურად: დანი სებალიოსი "არსენალის" ფეხბურთელია

ლონდოინის „არსენალმა“ ესპანელი ნახევარმცველის დანი სებალიოსის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა.

22 წლის ესპანელი „მეთოფეებში“ სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

„მოხარულები ვართ, რომ დანი შემოგვიერთდა. ის ნიჭიერია და ძალიან ტექნიკური მოთამაშეა, კრეატიულობითა და სიზუსტით გამოირჩევა“, - განაცხადა უნაი ემერიმ.

სებალიოსი „რეალში“ 2017 წელს „ბეტისიდან“ გადავიდა, თუმცა სამეფო კლუბში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და სათადარიგოთა სკამზე ხშირად რჩებოდა. ზიდანმა მას ახალი სეზონისთვის სატამაშო პრაქტიკის გარანტია ვერ მისცა და ფეხბურთელმაც წასვლა არჩია.

„არსენალს“ სებალიოსის გამოსყიდვა სურს, თუმცა „რეალი“ ახალგაზრდა ესპანელის ბოლომდე დათმობას არ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ლონდონელები ვილფრიდ ზაჰას შეძენასაც გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები