მიქელთაძის საოცარი დებიუტი:გამარჯვების გოლი დამატებულ წუთზე
Aa
Aa

მიქელთაძის საოცარი დებიუტი:გამარჯვების გოლი დამატებულ წუთზე

რუსეთის პრემიერ ლიგის მეორე ტურში ყაზანის ''რუბინმა'' სტუმრად მოსკოვის ''დინამო'' ბექა მიქელთაძის ერთადერთი გოლით დაამარცხა. 21 წლის მიქელთაძემ ყაზანურ კლუბში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, 46-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და მეორე ტაიმის მეხუთე დამატებულ წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 36-ე წუთზე ''რუბინის'' ფეხბურთელს არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა და მატჩის დარჩენილი დრო მოსკოვის ''დინამომ'' რიცხვობრივ უპირატესობაში გაატარა.

''რუბინის'' სასტარტო შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილი მოხვდა, რომელიც 77-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა.

ყაზანურმა კლუბმა საწყის ორ ტურში ქართველი ფეხბურთელების გოლებით 4 ქულა მოაგროვა. პირველ ტურში მოსკოვის ''ლოკომოტივთან'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ''რუბინისთვის'' გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელმაც თავი სადებიუტო მატჩში ყოფილი გუნდის კარში შეგდებული გოლით გამოიჩინა. ანალოგიურად ბექა მიქელთაძემ სადებიუტო შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.

მესამე ტურში ''რუბინი'' ''ახმატს'' უმასპინძლებს.

მოსკოვის ''ლოკომოტივმა'' საკუთარ მოედანზე ''ტამბოვი'' 2:1 დაამარცხა.იური სიომინმა სოლომონ კვერკველია არ ათამაშა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი პირველ ტურის მსგავსად ამჯერადაც სათადარიგოთა სკამზე იჯდა. უცნობია კვერკველიას უთამაშებლობის მიზეზი. შესაძლოა მან მას კლუბიდან წასვლა სურს და აქედან გამომდინარე არ ეძლევა თამაშის საშუალება.

იური სიომინმა კვერკველიას მსგავსად გერმანელი მცველი ვიქტორ ჰიოვედესი არ ათამაშა. შესაძლოა რუსი სპეციალისტი მათი სათამაშო კონდიციებით კმაყოფილი არაა.

ფოტო: rubin-kazan.ru

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები