სენეგალელი საყრდენი პსჟ-ში
ევერტონის სენეგალელი საყრდენი ნახევარმცველი იდრისა გეიე პსჟ-ში გადასვლასთან ახლოსაა.ეკიპის ცნობით სატრანსფერო თანხა დაახლოებით 30 მილიონ ევროს შეადგენს. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და მხოლოდ ფორმალური საკითხია მოსაგვარებელი.
სენეგალის დედაქალაქ დაკარში დაბადებული მოთამაშე 2010-15 წლებში ლილის შემადგენლობაში ასპარეზობდა, შემდეგ კი კარიერა ნისლიან ალბიონზე გააგრძელა. ასტონ ვილაში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ გეიე 2016 წლიდან ევერტონის ღირსებას იცავს.
2010-11 წლების სეზონში ლილი საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, რაც გეიეს კარიერაში ერთადერთი ტიტულია.