AS: რონალდუს ამბავი გარკვეულია!
რამდენიმე წუთის წინ ესპანურმა AS-მა "რეალის" გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ცნობა გამოაქვეყნა - უკვე დაზუსტებით ვიცით, რომ დღეს პორტუგალიელი პირველივე წუთებიდან ითამაშებს!
გამოქვეყნა ვიდეოც, რომელშიც "რეალის" ერთ-ერთი ექიმი აცხადებს, რომ კრიშტიანუ 100%-ით მზადაა და დღეს "სამეფო კლუბის" დახმარებას შეეცდება.
"მე მზად ვარ"! - ეს კი თავად ფეხბურთელის სიტყვებია, რომელსაც იმავე AS-ის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ.