Aa
Aa

დე ლიხტი რონალდუსთან შეხვედრაზე: "დავიბენი, ამიტომაც გავიღიმე და არაფერი მითქვამს"

მატიის დე ლიხტი უკვე შეგვიძლია „იუვენტუსის“ ფეხბურთელად ჩავთვალოთ, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ 19 წლის ჰოლანდიელს ოცნება აუხდა და საკუთარი კუმირის თანაგუნდელი გახდა.

დე ლიხტი ბავშვობიდან რონალდუს დიდი გულშემატკივარია, მან პრესასთან საუბრისას ერთა ლიგის ფინალური მატჩისშემდგომი მომენტი გაიხსენა, როცა კრიშტიანუმ „იუვენტუსში“ გადასვლა შესთავაზა.

„თავიდან მისი კარგად ვერ გავიგე. მცირე შოკიც მივიღე, ამიტომ გავიცინე და არაფერი მითქვამს. წაგებული მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული ხარ და სხვა რაღაცებზე ფიქრი ნამდვილად არ შეგიძლია, თანაც მისგან ასეთ შეთავაზებას ნამდვილად არ ველოდი და ამიტომაც ცოტა დავიბენი.

როცა მეგობრებთან ერთად ბაღში ფეხბურთს ვთამაშობდი, ყოველთვის მსურდა კრიშტიანუ რონალდუ ვყოფილიყავი. განსაკუთრებით ისეთი, როგორიც იგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშისას იყო. პირველი საფეხბურთო მაისურიც კრიშტიანუს ფორმა გახლდათ, რომელიც მას სწორედ „იუნაიტედში“ ეცვა“.

მატიის დე ლიხტი „აიაქსის“ ძირითად გუნდში 2016 წლიდან თამაშობდა, იგი ამ გუნდის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია. რაც შეეხება ჰოლანდიის ნაკრებს, ტანმაღალმა მცველმა „ნარინჯისფერთა“ რიგებში უკვე 17 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლიც გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები