სტარიჯის შეძენა
Aa
Aa

სტარიჯის შეძენა "ბოლონიასაც" მოუნდა

დანიელ სტარიჯის მსურველთა რიგებს კიდევ ერთი კლუბი - იტალიური „ბოლონია“ შეუერთდა. ინგლისელი ფორვარდი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სურს სამშობლოს დატოვება და სხვა ქვეყანაში თამაში, აქამდე მის კარიერაში ასეთი რამ არ მომხდარა.

Sunday Express-ის ინფორმაციით, ბოლონიელები სტარიჯის გადასაბირებლად მონდომებულები არიან და ტრანსფერის გასაჩარხად ყველაფერს იზამენ. ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ფეხბურთელის ხელფასი იქნება, იგი „ლივერპულში“ წლიურად დაახლოებით 7 მილიონ ევროს იღებდა.

აღნიშნული გასამრჯელო იტალიური საზომებით საკმაოდ მაღალია და მისი გადახდა არათუ „ბოლონიასთვის“, არამედ წამყვანი აპენინური კლუბებისთვისაც ლიმიტირებული ხასიათისაა და მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელებს თუ უხდიან.

29 წლის სტარიჯი სხვადასხვა დროს „სიტის“, „ჩელსის“, „ბოლტონის“, „ვესტ ბრომვიჩისა“ და „ლივერპულის“ ღირსებას იცავდა. მისი საკუთარ რიგებში ხილვის სურვილს ბირმინგემის „ასტონ ვილა“ და გლაზგოს „რეინჯერსიც“ გამოთქვამენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები