მატიჩის ტრანსფერი ''ინტერში'' არ შედგა
მილანის ''ინტერი'' ''მანჩესტერ იუნაიტედს'' რაჯა ნაინგოლანსა და დამატებით ფულად კომპენსაციას სთავაზობდა. სანაცვლოდ იტალიურ კლუბს სერბი ნემანია მატიჩის გაფორმება სურდა, თუმცა Sun-ის ცნობით ''წითელმა ეშმაკებმა'' წინადადებას უარით უპასუხეს.
მილანის ''ინტერის''მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მატიჩის დიდი ქომაგია. მათ ერთად 2016-17 წლებში ლონდონის ''ჩელსიში'' იმუშავეს და სეზონი პრემიერ ლიგის ჩემპიონობით დაასრულეს.
2017 წლის ზაფხულში მატიჩმა კარიერა ''მანჩესტერ იუნაიტედში'' გააგრძელა, კონტე კი ''ჩელსის'' 2018 წლის ზაფხულში დაემშვიდობა.